,,საქართველოსთვის საკვანძო მომენტია, ქვეყანა გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში”- ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ელჩის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი რაც შეიძლება ინტენსიური იყოს.

,,საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები