„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ ვადების ხელოვნურად გაწელვა არ უნდა მოხდეს“ – დეპუტატი პრეზიდენტზე

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  ნიკოლოზ სამხარაძე პრეზიდეტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას, რაც აშკარად სახეზეა.

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარმოდგენა, მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენა, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ ვადების ხელოვნურად გაწელვა არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტს როგორც აქვს უფლებები, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულებაა, რომ ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის გარკვეული უწყებების ფუნქციონირებას, რასაც ვერ დაუშვებენ.

 

მსგავსი თემები