სროლა სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე – არიან დაღუპულები

ვირჯინიაში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. სროლა რიჩმონდში, ალტრიას თეატრის წინ მოხდა.

19 წლის ეჭვმიტანილმა გაქცევა ფეხით სცადა, მაგრამ დააკავეს. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იცნობდა მინიმუმ ერთ მსხვერპლს.

მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება, მაგრამ პოლიციის ცნობით, მოკლული ორი ადამიანი  18 წლის მამაკაცი და მისი 36 წლის მამა არიან.

ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილ 31 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულია ოთხი მამაკაცი, 14, 32, 55 და 58 წლის, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები