რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდება.

86 წლის პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი ტკივილები და გაუარესებული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეული იყო მუცლის თიაქრით.

ვატიკანში აცხადებენ, რომ ლაპაროტომია და ოპერაცია მუცლის კედელზე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება ოთხშაბათს ნაშუადღევს და რომ პაპი საავადმყოფოში დარჩება “რამდენიმე დღე”.

ცნობისთვის, მარტში რომის პაპმა რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში სამი დღე გაატარა.

მსგავსი თემები