,,ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ ქალბატონო ხატია”- დაპირისპირება თინა ბოკუჩავასა და ხატია დეკანოიძეს შორის

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა და  ხატია დეკანოიძეს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პოლიტიკურ ჯგუფის შექმნის საკითხმა გამოიწვია.

ბოკუჩავას თქმით, ”ქართული ოცნების” და ხატია დეკანოიძის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

,,დღეს მიჭირს კითხვების დასმა, ტონალობას ნუ განმისაზღვრავთ ქალბატონო ხატია, მაგრამ ნამდვილად მიჭირს. მადროვეთ. გულწრფელ პასუხს ველი. ფაქტია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა, თქვენი და ოცნების ინტერესები, რომელიც დღეს თქვენს მიერ ინიცირებული კანონის გამო საუბრობს ქილიკით საუბრობს ნაციონალური მოძრაობის თვისობრივ დაშლაზე. ვერ მოგართვით” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ტალახის სროლა არ უნდა ხდებოდეს.

,,იცით თუ არა იმ ინფორმაციის შესახებ, რომ თქვენი ფრაქციის წევრები ამ პოლიტიკურ გარიგებას პოლიტიკურ ჯგუფს არ უკავშირებენ. პარტიაში გაქვთ დიდი ანტიკორუფციული მოძრაობა და გამოგიძიებიათ თუ არა, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი ამ ადამიანების მხრიდან, რომ მხარი დაუჭირეთ კლანის გაძლიერებას და ძალიან მძიმე იყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მე ვერ გეტყვით, ამ კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს. სამწუხაროა ის ტალახის სროლა და გეთანხმებით, ესე არ უნდა ხდებოდეს, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვისმენთ”. – ამბობს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მსგავსი თემები