ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავლენ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავლენ.

მედიის ცნობით, თურქეთში ჯერ პუტინის, შემდეგ კი ზელენსკის ვიზიტი იგეგმება.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე გაიმართება.

ვიზიტის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, პუტინისა და ზელენსკის ვიზიტებზე განხილული იქნება ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები.

 

მსგავსი თემები