წისქვილკომბინატები 80% რუსულ, 20%-ს კი ქართულ ხორბალს შეისყიდიან (ვიდეო)

10 ივნისიდან წისქვილკომბინატები მუშაობს იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შეთანხმების საგანია, რომელიც მთავრობასთან შედგა. შეთანხმების საგანია ის, რომ წისქვილკომბინატებმა რუსულ ხორბალთან ერთად ქართული ხორბალიც უნდა შეისყიდონ, რაც თავისთავად ხორბლის მწარმოებელი ფერმერების პრობლემასაც ნაწილობრივ მოაგვარებს.

აღნიშნულ საკითხზე მედიაცენტრ მთავარში „„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ “ წევრმა, წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმპორტირებულ ფქვილზე საფასურის დაწესებამ ხორბლის და ფქვილის ბიზნესი თანაბარ პირობებში ჩააყენა.

„დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს ფქვილის იმპორტზე  დამატებით საფასურს, ეს მოხდა  ხორბლის მწარმოებლების ხელშეწყობის მიზნით.   შესაბამისად, თანაბარ პირობებში აღმოვჩნდებით როგორ ადგილობრივი, ისე სხვა მწარმოებლები. აქედან გამომდინარე, წისქვილკომბინატებმა უნდა აღადგინონ 2 წლის წინანდელი პერიოდის დატვირთვა. რა თქმა უნდა, ბაზარზე ხორბალზე მოთხოვნა გაჩნდება და ხორბლის მწარმოებლებსაც ხორბლის რეალიზაციის პრობლემა მოუგვარდებათ“ – აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, დღეს წისქვილკომბინატების მხოლოდ 30% მუშაობს და ისიც მცირე დატვირთვით. აღნიშნულის  მიზეზი კი ის გახდა, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე დააწესა მოსაკრებელი, ფქვილზე კი არა. შესაბამისად, ფქვილის შემოტანა უფრო მომგებიანი იყო ვიდრე ხორბლის.

კითხვაზე, რა ვალდებულება გაკისრიათ  – რამდენი პროცენტი ადგილობრივი ხორბალი უნდა შეისყიდოთ, ბიძინაშვილის პასუხი შემდეგია:

„შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო ქართული ხორბლის შესყიდვა გადამუშავების 20%-ის მოცულობით. ასევე, ავიღეთ ვალდებულება ფქვილის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. განვსაზღვრეთ მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზევითაც წისქვილკომბინატები არ გავყიდით მომდევნო 5 თვის განმავლობაში ფქვილს. ეს ზღვარი არის 52 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე“ – აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება, რამდენი ტონა ქართული ხორბლის შესყიდვას გეგმავს მისი  წისქვილკომბინატი, როგორც ბიძინაშვილმა გვიპასუხა, „2 წლის წინანდელ პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, გადამუშავება იყო 40 000 ტონა ხორბლის. აქედან გამომდინარე, 20% გამოდის, რომ თვეში 8 000 ტონა ქართულ ხორბალს გადავამუშავებთ“.

ქართული ხორბლის 80%-ის ხარისხი ზღვარზეა – ლადო ბიძინაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები