გერმანიაში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ქართველი, რომელიც 18 წელი იძებნებოდა

ქართველის მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ გერმანიაში ეჭვმიტანილი მისივე თანამემამულე დააკავეს –  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს დანაშაული ქართველმა 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის კაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა. ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს. როგორც მედია იტყობინება, მამაკაცი აეროპორტში პარასკევს საღამოს გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა. ქართველი პასპორტის კონტროლზე ძალიან ნერვიულობდა. შემოწმების შედეგად კი  გაირკვა, რომ მამაკაცი დაკავების საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა.

მეტი...

,,მოგვაკლდა ესებუა, სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია. მინისტრმა უპასუხა კითხვას: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“. ,,მოგვაკლდა ესებუა, კი. გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით რა არის მათემატიკა?! ხომ იცით, მათემატიკა არის ჩვეულებრივად, ვითვლით, თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა, მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო…

მეტი...

,,ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, – ეს ვითომ, პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრული სიმართლე ილაპარაკა. ,,რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ვუსმინე ბატონ პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან – ეს ვითომ, პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ასეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ…

მეტი...

,,არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას”- ვახტანგ გომელაური

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამაყია, რომ ქვეყანას  ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს: „მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

,,ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და მაღალ-პროფესიული პოლიცია”- ირაკლი ღარიბაშვილი

პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და რაც მთავარია მაღალპროფესიული. „მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული…

მეტი...

,,მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის”- გომელაური პოლიციელებს

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. „დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი  სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს – გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას,  წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას  სახელმწიფო. „სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა…

მეტი...

,,ღარიბაშვილმა ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო”- ნიკა გვარამია

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ნიკა გვარამია ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო.  ,,დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!” – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

,,ღარიბაშვილის კომენტარებმა განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება თქვას, როცა საქმე ეხება რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას გაგებული. ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის დამოკიდებულების ორმხრივი დამოკიდებულება, რადგან არაერთხელ განიცადა საქართველო უსამართლო, თითქმის…

მეტი...

,,15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, მისივე თქმით,  იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ,,ქვეყნები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდნენ NATO-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (თუმცა არასრულყოფილები იყვნენ წევრობის გაწევრიანების დროს), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ.…

მეტი...

თუშეთში მწყემსი გარდაიცვალა

თუშეთში მწყემსი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე მყოფებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 40 წლამდე მწყემსი, სოფელ ხისოდან მაშველებმა და ადგილობრივებ ცხენების დახმარებით გამოასვენეს.  

მეტი...

,,ქვეყნის დემოკრატიულობა და ევროპულობა ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს!უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

,,ღარიბაშვილის განცხადებები იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით,  პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს. ,,პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს. რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში?”, – წერს ლექსმანი. ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები…

მეტი...

ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა

ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა. ზურაბ ქუციკიძე დღეს დილით, ჯამრთელობის პრობლემების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაცით, მას კუჭის წყლული გაუსკდა. ფოტორეპორტიორი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ”მედიაცენტრი მთავარი”  მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

მეტი...

,,ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”- თეთრი სახლი

შეერთებული შტატები კვლავ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თავდასხმებს რუსეთის შიგნით და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე მისი ტერიტორიის დაბრუნებაში. ,,ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”, – განაცადა თეთრი სახლის სპიკერმა. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ”კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო.”

მეტი...

ახალი ზელანდიის ავიახაზები მგზავრებს გამგზავრებამდე აწონის

გაიხადეთ ფეხსაცმელი! ჯიბიდან ამოიღეთ გასაღები!- ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ითხოვს, რომ მისმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ საერთაშორისო ფრენების მგზავრები აწონოს. თვითმფრინავის წონისა და დატვირთვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, კომპანია გამოკითხვას ატარებს. „ჩვენ ვიწონით ყველაფერს, რაც თვითმფრინავში მიდის – ტვირთიდან დაწყებული კვებით, საბარგულით დამთავრებული,“ – განაცხადა ავიაკომპანიის დატვირთვის კონტროლის გაუმჯობესების სპეციალისტმა. იმის გამო, რომ წონა არის პირადი ინფორმაციცა, რომლის გამჟღავნებაც ყველას არ სურს. პირთა კონფიდენციალურობის დასაცავად, ავიაკომპანია აცხადებს, რომ მონაცემები ანონიმური იქნება.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში გამთენიას ჩამოასვენეს. გარდავლილი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში  ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს,  ბახმუტთან, საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა,  თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა. რუსეთის სამხედრო აგრესიას  საქართველოს 42 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ვანში  ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ვანში  ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც. შემთხვევა გუშინ მოხდა და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

,,ჩვენ მალე ვაჩვენებთ, რა არის შურისძიება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსკოვზე თვითმფრინავის თავდასხმის საპასუხოდ უკრაინას  შურისძიებას ჰპირდება ”ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“. მისი თქმით, თავდასხმას არავითარი ტაქტიკური, სტრატეგიული და თუნდაც ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს. „ჩემთვის ძალიან აუცილებელია რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ამისთვის განკუთვნილი ყველა საბრძოლო რესურსის გამოყენება, რათა ამ ტერორისტული უჯრედის ერთბაშად წაშლა, ფორმულირება „უკრაინელი სამხედროების“ გამოყენების გარეშე“, – წერს კადიროვი. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

მეტი...

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა,  რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი  ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე  ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის…

მეტი...