,,თქვენ გვერდით ვდგავართ, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი”- რობერტა მეცოლა

,,მე იმ ძლიერ პოზიციას ვაძლევ მაღალ შეფასებას, რომლითაც უძღვებით თქვენს ქვეყნას. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პოლარიზაცია შევამცროთ საქართველოს საზოგადოებაში და უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების მომავალი“, –  ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერს მხარს.

„ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა ეტაპის მისაღწევად – დემოკრატიის მხარდაჭერა, მასმედიის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, დაკავებულისთვის პირადი ღირსების პატივისცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები