,,მაშინ იყო მოღალატე და ახლა არის პირველი ევროპელი და პირველი ნატოელი”- ირაკლი კობახიძე

ორი სუბიექტია, ვინც „ნაცმოძრაობას“ ომის დაწყებას აბრალებს – თავად „ნაცმოძრაობა“ და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი,”- ამის შესახებ პარტია „ქარტული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისი თქით, ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუსვან კითხვა, რატომ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო.

„ახლა სალომე ზურაბიშვილი პირველი ევროპელი და პირველი ნატო-ელია. მაშინ იყო მოღალატე და ახლა არის პირველი ევროპელი და პირველი ნატოელი. ამიტომ არის საინტერესო, მისთვის ამ კითხვის დასმა, თუმცა არ უსვამთ. პირობა მომეცით, რომ დაუსვამთ. ზელენსკიმ ხვალ რომ ხელი მოაწეროს, ეს არგუმენტი იქნება – მადლობა, რომ ოკუპაცია ჩამიწერეთო, ეს ხომ სირცხვილია? ისიც პირველად დაფიქსირდა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამას მოაწერეს ხელი. სირცხვილი და ღალატი არ არის, რომ სააკაშვილმა მოაწერა ხელი? ამის საპირწონეა ოკუპაცია? – ოკუპაცია უკვე აღიარებული იყო, ეს იყო ჩვეულებრივი ფაქტი.

ამის პარალელურად, სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაწერა, რომ ომი თავად დაიწყო. ეს არის ან ფაქტის აღიარება, ან ღალატი. ჩვენ ამაში საერთოდ არ შევდივართ და ამ თემას ვერიდებით. ორი სუბიექტია, ვინც „ნაცმოძრაობას“ ომის დაწყებას აბრალებს – თავად „ნაცმოძრაობა“ და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი. კითხვებს არც ერთს არ უსვამთ. მე მეკითხებით და მათ ჰკითხეთ. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეთ, რატომ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს აქვს რწმენა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი და „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა იმას, რომ ომი თავად დაიწყეს. ეს არის ან ღალატი, ან ფაქტის კონსტატაციაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები