,,ევროკავშირი გამოხატავს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული მომავლისკენ”- რობერტა მეცოლა

,,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გამოვხატავთ მზაობას, თქვენ უნდა გახდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა ვიმუშაოთ ერთად აქტიურად და  უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი,”- ამის შესახებ  ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ  განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გამოხატავს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული მომავლისკენ.

,,გვსურს,  სწორი პირობები და გარემო შევუქმნათ საქართველოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, გახდნენ ევროკავშირის წევრი. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, გამოვხატავთ მზაობას თქვენს მიმართ, თქვენ უნდა გახდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა იმუშაოთ, უნდა ვიმუშაოთ ერთად აქტიურად და თქვენ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი და უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ქართველმა ხალხმა არ გამოტოვოს ისტორიული შესაძლებლობა.

სწორედ ამისთვის, გვჭირდება ხელშესახები ნაბიჯები, უნდა დავიცვათ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დავიცვათ ადამიანის უფლებები, მედია თავისუფლება. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული მომავლისკენ, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას გაგიწევთ ამ ტრანსფორმაციულ გზაზე, საქართველოზეა დამოკიდებული, როგორ მომავალს აირჩევენ თავისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თქვენს სიძლიერეს, დიდი იმედი მაქვს, რომ შეიტანთ წვლილს პოლარიზაციის შესამცირებლად,”- განაცხადა მეცოლამ.

13 წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტი ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უსმენს.

მსგავსი თემები