პრეზიდენტის განცხადებით, „შარლ მიშელის ხელშეკრულება“ რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს ხელშეკრულება რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე ექნებოდა.

„ვცდილობ, მოხდეს დეპოლარიზაცია ეროვნული შერიგების ინიციატივის წამოყენებით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერით, ქალთა როლის გაძლიერებით – ეს უდავოდ რთული პროცესია და ჯერჯერობით რაიმე წარმატებით ვერ ვიამაყებ. პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, 19 აპრილს მოეწერა ხელი შარლ მიშელის ხელშეკრულებას ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით პრეზიდენტის სასახლეში. ეს ხელშეკრულება რომ ბოლომდე განხორციელებულიყო, საქართველოს უკვე მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები