რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს.

მოკლული გემის ინჟინერი იყო. ილია კახაბერიძე გარდაცვლილი დღეს დილით სასტუმროს თანამშრომელმა, რუა დო ლავრადიოზე, ნომერში იპოვა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი უსაფრთხოების კამერებით იქნა იდენტიფიცირებული, პოლიციამ ის უკვე დააკავა. მედიის ცნობით,  მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.

მსგავსი თემები