,,არ არის საჭირო დამემუქროთ, მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია საჭიროდ,”- ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის მთავრობას მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას
,,პრეზიდენტის პოზიცია უნდა იყოს ნამდვილად პატივისცემის ღირსი, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, არ უნდა ხორციელდებოდეს ზეწოლა გარედან და ქვეყნის შიგნიდან. მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რადგანაც არ აქვს აზრი ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგანაც მე მაინც იმას გავაკეთებ, რასაც ვფიქრობ და რაც მიმაჩნია სწორად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. გავაგრძელებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ადვოკატირებას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.