,,არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო…”- რატომ არ ესწრება ირაკლი კობახიძე ცერემონიულ ღონისძიებებს

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ არ ესწრება ცერემონიულ ღონისძიებებს. მისი თქმით, ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები.

,,არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს არის ღონისძიებები, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობების პირები და არა უმაღლესი პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე არც წელს, არც შარშან არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ ვესწრებოდი ამ ცერემონიულ ღონისძებას. ეს არის უმარტივესი სპეკულაცია. რეალურად, მე და ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენ გვაქვს ყოველღიური კომუნიკაცია სხვა და სხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე როგორც ტელეფონით ასევე ფიზიკური შეხვედრების სახით, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები