,,რუსეთი უკრაინაში შეიჭრა უმიზეზოდ, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევრკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა   არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინაში,  უმიზეზოდ დაიწყო. როგორ ლაინემა, ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ ომი ევროპისთვის გადამწყვეტი მომენტია.

,,პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს მშვიდობის სამუშაო, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და მოგვიანებით რკინის ფარდის დაცემის შემდეგ. და ეს არის ამ ომის სათავე, ქალბატონებო და ბატონებო. აქ, GLOBSEC-ში, მესმის, რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი კი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინის ნებამ იბრძოლოს და იყოს თავისუფალი, გააოცა მსოფლიო. მათ ზუსტად იციან სად ეკუთვნიან. უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო უკრაინის ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი და მათ თავისი გამბედაობა და მონდომება არაერთხელ დაამტკიცა. ვერასდროს ვერ შევძლებთ უკრაინელი ხალხის თავგანწირვასა და ვაჟკაცობას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ მტკიცედ მათ გვერდით,”- განაცხადა ლაიენმა.

მსგავსი თემები