,,ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან 2 კვირაში საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე.

კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი.

,,დღემდე არ მესმის საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა თავისთავად. რა იყო ამის საფუძველი დღემდე მართლა საერთოდ არ მესმის. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება და რაღაც შეიძლება საბაბი ჰქონდეთ ამისთვის, აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.  თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს, ან პრემიერს ან მე ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მსგავსი თემები