მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხალხის რეაქციამ პრეზიდენტს ტონი შეარბილებინა

„ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო,  ოღონდ ქალბატონ სალომეს უნდა ავუხსნათ, რომ როცა პარლამენტში ან სახელმწიფო ღონისძიებაზე გამოდის ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.  2023 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ“ – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადგან პრეზიდენტს დაბალანსებული საუბარი შეუძლია, იგივე უნდა გააკეთოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„აქ სხვანაირი ლაპარაკი, ხოლო იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა.  მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პარლამენტში გამოვა თუ სხვა ღონისძიებაზე. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც შეუძლია იგივე გააკეთოს“ – აღნიშნა მდინარაძემ პრეზიდენტის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მსგავსი თემები