,,ხალხის უზარმაზარი მასები ევროპულ დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა და საქართველოში, სადაც ევროკავშირში ადგილისთვის სწრაფვა ძალიან მტკიცეა,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა არის მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ.
„პუტინს სურდა უკრაინის დაპყრობა რუსეთისთვის. მისი გათვლით, ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. სანაცვლოდ, უკრაინა მამაცურად შეეწინააღმდეგა და პასუხს სცემს. ჩვენ ევროპაში, სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში ვართ და ამ კურსზე უნდა დავრჩეთ. უკრაინა ამ ომიდან უფრო ძლიერი გამოვა. ხალხის უზარმაზარი მასები ევროპულ დროშებს აფრიალებენ მოლდოვასა და საქართველოში, სადაც ევროკავშირში ადგილისთვის სწრაფვა ძალიან მტკიცეა. დასავლეთ ბალკანეთი და კავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ეს არის მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა შევქმნათ ერთიანი ევროპა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.