რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე აფეთქება მოხდა

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე, “სამი დის” ძეგლთან აფეთქება მოხდა.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის, ანდრე დემჩენკოს განცხადებით,  რუსებმა ჩერნიგოვიდან ბრიანსკამდე მიმავალი გზა, სავარაუდოდ, ოლქის ცენტრზე უკრაინელებზე თავდასხმის შიშით ააფეთქეს.

„როგორც ხედავთ, მათ დაიწყეს გზების აფეთქება კიევზე თავდასხმიდან სამ დღეში, ალბათ იმის შიშით, რომ უკრაინა შეტევას წამოიწყებდა რეგიონულ ცენტრზე. მაგრამ უკრაინა არ არის აგრესორი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სახელმწიფო თავდაცვაზეა. ჩვენ არ გვჭირდება ბრიანსკი“, – განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები