,,მინდა აღფრთოვანება გამოვხატო ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ”- სალომე ზურაბიშვილი

ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

,,მინდა აქ გამოვხატო ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ თავის ტერიტორიას იცავს, ის სისხლს ღვრის ყველა ჩვენგანისთვის, ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის და მინდა აქ გამოვხატო ჩემი პირადი აღფრთოვანება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ორივე ქვეყანას ეყოლება თავისი წარმომადგენლები ამ დარბაზში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი თემები