,,თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში?”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვით მიმართა. კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი.

,,კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად – ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში?” – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

”ქართული ოცნების” ლიდერმა თავადვე განმარტა უკრანასა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის.

,,ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა,” – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები