„რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტში  

„უკანასკნელმა ორმა წელმა რაც გვაჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ დანებდებიან. არ დანებდებიან უკრაინის სოლიდარობის საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით,  რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო არის ევროპა და ევროპაც მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ევროპა იყოს.

„რუსული კანონის გაწვევამ გვაჩვენა, რომ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას. ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოგვცემდა დაცვას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის, დაიცავდა საქართველოს რუსეთისგან. რუსეთი, რომელიც დღემდე აგრძელებს ოკუპაციას და „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი, რომელიც უსმენს ყველა სიგნალს. სწორედ ამიტომ, ვერავინ გაგზავნის არასწორ „სიგნალს“. საქართველო არ იქნება ე.წ. ნაცრისფერი ზონა. 2008-2014-2022 წლებში ამ ყველაფერმა ჩვენ გვაჩვენა, რომ ყოყმანი ძვირად გვიჯდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები