„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“ – პრეზიდენტი ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მიიღოს კიდეც.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გამოსვლა უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა კანდიდატის სტატუსისა. მინდოდა, ჩვენი ევროპული იდენტურობა წარმომეჩინა თქვენ წინაშე, ის ფასი, რაც გადაიხადა საქართველომ რუსული აგრესიის თვალსაზრისით. მინდოდა, ამეხსნა, რომ ჩვენ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ნიშნავს აღიარებას დაუღალავი ბრძოლისა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროპული თვითმყოფადობისათვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში.

 

მსგავსი თემები