,,ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა”- ირაკლი კობახიძე

,,ირაკლი ღარიბაშვილმა სწორად თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, როცა აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს არცერთ შემთხვევაში საქართველოში ომი არ იქნებოდა, მაშინ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო.

,,90-იანი წლების დასაწყისში კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული, რასაც მაშინ ყველა აღიარებდა და ეს დღემდე აღიარებულია. 90-იანი წლების დასაწყისში საზოგადოებაც არ იყო მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის, უამრავი კატასტროფული შეცდომა იყო დაშვებული, რამაც გამოიწვია ის უმძიმესი შედეგები, რაც არ დამდგარა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. მაშინდელი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შეცდომები, რომლებიც იყო დაშვებული კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ამას მოჰყვა 1991-93 წლებში უმძიმესი პრობლემები. 2008 წელზე საუბარი საერთოდ არ მინდა. უმძიმესი ავანტიურა იყო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი წავიდა. გახსოვთ, რომ შემდეგ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებული აქვს, რომ მან დაიწყო ომი ცხინვალში. ამას ხელი თავად მოაწერა. 2008 წელს არცერთ შემთხვევაში საქართველოში ომი არ იქნებოდა, მაშინ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო. რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას მუდმივი მუშაობა სჭირდება. უსაფრთხოების დაცვა გჭირდება არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში, პრობლემური მეზობლებისგან. სწორი პოლიტიკა უნდა გქონდეს, რათა თავი დაიცვა არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში, სწორედ პრობლემური მეზობლებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყი, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები