რუსეთში კრასნოდარის ტერიტორიის სევერსკის რაიონში, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა.
რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა გახდა.
,,აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე სევერსკის რაიონში ხანძარია. მაზუთის გამოხდის ერთ-ერთი განყოფილება იწვის. წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოსვლაა”, – დაწერა გუბერბატორმა ტელეგრამზე.