,,10 მაისს ვაგნერელები ბახმუტიდან გამყავს”- ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელია ევგენი პრიგოჟინის განაცხადებით, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. მისი თქმით, შეიარაღების უქონლობის გამო, ისინი განწირულები არიან ”უაზრო სიკვდილისთვის”.

,,ოფიციალურად მივმართავ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, თავდაცვის მინისტრს, რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს. 10 მაისს იძულებული ვიქნებით ბახმუტში ჩვენი პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებს გადავცეთ და ჩვენი მეომრები გავიყვანოთ ფრონტის ხაზიდან, რათა ჭრილობები მოვიშუშოთ. გამყავს ვაგნერელები, რადგან შეიარაღების უქონლობის გამო, ისინი განწირულები არიან უაზრო სიკვდილისთვის”, – აცხადებს  პრიგოჟინი.

მსგავსი თემები