,,შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! ბ**ებო”- პრიგოჟინი შოიგუს აგინებს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვილი  დაქირავებული გვამები ჩანან.

პრიგოჟინი, საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს  და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, ასევე გენერალური შტაბის უფროსს, ვასილ გერასიმოვს მიმართავს და  აგინებს.

,,აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან არიან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შეშრობიათ, გადაიღე ყველა მათგანი. ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ბ**ები რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან.  საბრძოლო მასალის ნაკლებობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია ტყვია-წამალი?! ბ**ებო”, – ამბობს პრიგოჟინი.

მსგავსი თემები