,,მზად ვართ, შევიტანოთ რეალური წვლილი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში,”- ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მზად ვართ, რუსეთთან კონტაქტებითა და კოორდინაციით, შევიტანოთ რეალური წვლილი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში,”– ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩინეთი და რუსეთი ყველა დონეზე ინარჩუნებენ უფრო და უფრო აქტიურ კონტაქტებს ერთმანეთთან, ხელს უწყობენ თანამშრომლობას ყველა სფეროში”- განაცხადა ცინ განმა.

შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს.

„ჩინეთი მზად არის გააძლიეროს სტრატეგიული კონტაქტები რუსეთის ფედერაციასთან, გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში“,- განაცხადა ცინ განმა.

 

მსგავსი თემები