,,რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა?”- ვახტანგ გომელაური

,,კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა?,”- ამის  შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს მკვლელობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

,,რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდა. შარშან მაგალითად, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330. ყველაზე დაბალი დაფიქსირდა 2022 წელს, 74 მკვლელობა საქართველოში, რომელიც ნამდვილად უპრეცედენტოა ნამდვილად. კრიმინალი გაიზარდაო, სტატისტიკა დადებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ციფრებია, რომლების დევს ღიად ჩვენს საიტზე, შეხედეთ,”- განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები