,,უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი”- გიული ალასანია

,,უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში სააკაშვილის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა გიული ალასანია.

„შეხვედრის თემა იყო მიხეილ სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში და იბრძვიან, კიდევ პოულობენ დროს და არცერთი წუთი არ შეუწყვიტავთ ჩემს შვილზე ზრუნვა. წარმოადგინეს ის თარიღები და ფაქტები, რა როგორ მოხდა. მისი დაპატიმრება, შიმშილობა, როგორ იცვლებოდა შენობები, სადაც ის იყო მოთავსებული, ყველაფერი აქვთ აღნიშნული ისე დეტალურად, რომ ჩვენ სალაპარაკო არ დაგვიტოვეს. იგრძნობოდა ძალიან დიდი თანაგრძნობა,”- განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები