,,ქართული კოშმარი მუშაობს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ”- ლექსმანი

ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ევროპელი სოციალისტების პარტიის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში  მონაწილეობა დაგმო. ,,ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ”,- წერს ლექსმანი.  

მეტი...

შეიარაღებული თავდასხმა სერბეთში – დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი

სერბეთში შეიარაღებული თავდასხმას სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.  გავრცელებული ინფორმაციით,  შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. მისი თქმით,  მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი  კვლავ თავისუფალია. 21 კაცის ძებნის ოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველია ჩართული.  

მეტი...

,,შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო”- კრამონი კალაძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის,  კახი კალაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც არ გამორიცხავს, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში კანდიდატად წარადგინოს. ევროპარლამენტარს კახი კალაძის იდეა მოსწონს. ,,კარგი იდეაა, ბატონო კახი კალაძე.  თქვენ შთამაგონეთ მე – რომ საქართველოს მომავალ არჩევნებზე მონაწილეობა მივიღო, როგორც მწვანეთა კანდიდატმა. მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე. (ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!),- წერს კრამონი. ,,არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს”- კალაძე

მეტი...

„ნაპოლის” ჩემპიონობა მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 26 წლის მამაკაცი

„ნაპოლის” ჩემპიონობას მსხვერპლი მოჰყვა – იტალიური მედიის ინფორმაციით,  ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. მედიის ცნობით, პიაცა გარიბალდის რაიონში სროლის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. სროლის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, 26 წლის ქალი და 24 და 20 წლის ორი ახალგაზრდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

როგორია გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილების მდგომარეობა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია  ჩაუტარდა და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილიც, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.  სროლისას 2 პირი,  გიჩო მარგველაშვილი და მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე დაიჭრა. ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ესვრის გოგებაშვილზე მამაკაცი მამაკაცს

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები მარჯანიშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას გასული დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს. შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,’- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით,  საგამოძიებო მოქმედებები, ე.წ ქოლცენტრების არსებობის შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სამართალდამცველეს ოფისში შესასვლელად სამაშველო სამსახური დახმარება დასჭირდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან დალუქული ტექნიკა გაიტანეს.

მეტი...

ბაიდენი და ზელენსკი რეგულარულად და ხშირად საუბრობენ – თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს საკმაოდ რეგულარული კონტაქტები აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ასე დაახასიათა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებული ურთიერთქმედება. „კომუნიკაცია პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის? ისინი რეგულარულად და ხშირად საუბრობენ“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ორი ლიდერის მომავალი დაგეგმილი საუბრის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ.

მეტი...

,,საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებით გონივრულად იქცევა”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს ეხება. ,,საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებით გონივრულად იქცევა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს,“- წერს სიმონიანი. ,,ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას?”-  კალაძე

მეტი...