,,ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ”- გიორგი ვაშაძე

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აპირებს დაუკავშირდეს გერმანელ სამართალდამცველებს, რათა ყველა ინფორმაცია, რის მოპოვებასაც შეძლებს, მიაწოდოს.

„აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები, გავიდე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომელთაც მაქსიმალურად მივაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ეს თაღლითი მავნებლები, კრიმინალები მიეცენ პასუხისმგებაში. მათ შორის ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ქოლცენტრების უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები. ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს მივმართავ, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ. თქვენ გინდათ, მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში. მე ცამდე მართალი ვარ, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისმგებაში მიცემული. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. არ გეგონოთ, რომ ასე უბრალოდ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და გავატარო ეს ბრალდება ერთი პრესკონფერენციით. აგერ მე და აგერ თქვენ. მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, აუცილებლად მოგიწევთ ამაზე ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომლითაც ხელს ითბობთ,”- განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის,  თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  აღნიშნულ  ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს, რომელთანაც კავშირი გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას აქვთ.

 

,,ღია ვარ ყველაფრისთვის, ჩემი დამოკიდებულება „ქოლცენტრების“ მიმართ არის მკვეთრად ნეგატიური”- გიორგი ვაშაძის ძმა

 

მსგავსი თემები