აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 24 საათიან პროტესტი შეწყვიტეს

 

ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ. მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს 24 საათიანი პროტესტი შეწყვიტონ.

„ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლომდე იქნება დასრულებული. ასევე ფინანსთა სამინისტრო მზადაა, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს პრეპარატის შესყიდვას, ფინანსთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს. ამიტომ, მშობლებმა გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ 24 პროტესტი კანცელარიასთან. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე ყველა შეჯერდა რომ ეს არის ერთადერთი პრეპარატი აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალოდ. გახარებულები ვიქნებით მაშინ, როცა ჩვენი შვილები პირველ დოზას გაიკეთებენ“ – განაცხადეს მშობლებმა.

 

მსგავსი თემები