პანდემია დასრულდა, ჯანმომ პანდემიის სტატუსი გააუქმა

კორონავირუსის პანდემიის სტატუსი ოფიციალურად გაუქმებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ტედროს ადანოს განცხადებით, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა გლობალური განსაკუთრებული ვითარების დასრულების შესახებ.

„საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ. იმედით ვამბობ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური განსაკუთრებული ვითარება ჯანდაცვის სფეროში. ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 მთლიანად გაქრა. ის არ გამქრალა. ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში რეანიმაციაში ებრძვის ამ დაავადებას.  ვირუსი არსად არ მიდის. იგი მცირდება და მუტაციას განიცდის. ჯერ კიდევ არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი“, – განაცხადა გებრეიესუსმა ბრიფინგზე.

 

მსგავსი თემები