„საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან, ისინი მიგრანტები ან ლტოლვილები არიან, ვინც გამოიქცნენ“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ტურისტულ ნაკადსა და ტურისტულ სეზონზე ისაუბრა რა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან. მისი შეფასებით ლტოლვილებად  თუ მიგრანტებად უფრო განიხილებიან, ვიდრე ტურისტებად.

„სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, ლტოლვილების, მიგრანტების თუ სხვა“ –  განაცხადა  „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში.

მისი თქმით 2023 წლის პირველი კვარტალი რთული იყო, თუმცა, პოზიციური მოლოდინი არსებობს.

„საკმაოდ რთული პირველი კვარტალი გავიარეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, გლობალურად ომის გამო, ჩვენთან ევროპელი ტურისტების ჯგუფური ჯავშნები თითქმის არ ხდება, თითზე ჩამოსათვლელია. ევროპიდან შემოდიან ინდივიდუალური სტუმრები. ჩვენი სტაბილური პარტნიორია ისრაელი. დივერსიფიკაციიდან გამომდინარე, რუსეთიდან ტურისტებს არ ველოდებით, ნაკლებად იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინიდან ტურისტები არ არიან, თუმცა, სტატისტიკაში უკრაინიდან ჩამოსული 20 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. სტატისტიკაში ყველა ის ადამიანი აღირიცხება, ვინც საზღვარგარეთიდან შემოდის და 24 საათზე მეტი რჩება ქვეყანაში. შესაბამისად, გჯერათ, რომ 20 ათასი ტურისტი მივიღეთ უკრაინიდან მარტის თვეში?

სტატისტიკის მიხედვით, ტურისტულ სექტორში საკმაოდ დიდი შემოსავლები მივიღეთ და რუსეთი არის პირველ ადგილზე. არ დაგეთანხმებით, სასტუმროებში რუსების წილი რეალურად პირველ კვარტალში 3%-ზე მეტი არ იყო. სასტუმროების დატვირთვიდან გამომდინარე სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატებოდა თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, მოლოდინი პოზიტიური და იმედიანია.

„ზაფხულის სეზონს ძალიან კარგს ველოდებით, ბევრი ჯავშანიც გვაქვს. განსაკუთრებით ივლისის თვე იქნება პიკური, რადგან დღეში თითქმის 30 რეისამდეა დაგეგმილი, ბათუმშიც, თბილისშიც, მთაშიც და ბარშიც. წელს 60-65% საქართველოს დატვირთვას „გალფის ქვეყნები“ (სპარსეთის ყურის ქვეყნები) შეავსებენ“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები