პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ათონელზე კონცერტი “ევროპისათვის” გაიმართება

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი “ევროპისათვის” გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – “სუხიშვილები”, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

მსგავსი თემები