,,არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი”- მიხეილ სარჯველაძე

,,არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც კრემლის პროპაგანდისტის, მაგარიტა სიმონიანის განცხადებას გამოეხმაურა.

,,კალაძეს, არ მგონია, ამ შემთხვევაში, რომ კრიტიკა შეიძლება ეკუთვნოდეს იმის გამო, რომ სხვა მას აქებს… მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ამის გამო ეს ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ… არ შეიძლება ასე ვილაპარაკოთ. პარადიგმაა თვითონ არასწორი. არც ერთი შედარება არ გააკეთოთ, ოღონდ პიროვნებებზე. არც სიმონიანია ჰიტლერი, არც კალაძეა ბეთჰოვენი,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის მარგარიტა სიმონიანი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს ეხება – ,,საქართველო ამ სიტუაციაში განსაკუთრებით გონივრულად იქცევა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. ნეტავ, სომხეთიც ასე იქცეოდეს,“- წერს სიმონიანი.

მსგავსი თემები