,,რეალური ტურიზმი და სტატისტიკა აცდენილია ერთმანეთს – საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან”- შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

რეალური ტურიზმი და სტატისტიკა აცდენილია ერთმანეთს – საქართველოში რუსი ტურისტები არ არიან – ამის შესახებ  „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლმა“  შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა და რუსეთიდან  შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, ვერ იმიჯნება ერთმანეთს.

,,სტატისტიკა აბსოლუტურად აცდენილია რეალურ ტურიზმს. რეალურად, ტურისტების რაოდენობა და რუსეთიდან  შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელსაც მიგრანტები შეიძლება დავარქვათ, ვერ იმიჯნება ერთმანეთს. პირველი კვარტალი შედარებით, საკმაოდ რთული იყო. სამწუხაროდ, ომის გამო ევროპელი ტურისტების ჯგუფური ჯავშნები თითქმის არ ხდება. ტურისტებს რუსეთიდან თითქმის არ ველოდებით, ასევე უკრაინიდან. თუმცა სტატისტიკის მიხედვით, უკრაინიდან ერთ თვეში 20 000- ზე მეტი ადამიანია შემოსული. სტატისტიკაში ყველა ის ადამიანი, რომელიც შემოდის ქვეყანაში და რჩებიან 24 საათზე მეტი ხანი, აღირიცხება, როგორც ვიზიტორი. გჯერათ, რომ უკრაინიდან ერთ თვეში ი 20 000- ზე მეტი ადამიანია შემოსული?  რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, მე ლტოლვილებს ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთიდან გამოიქცნენ. ესენი რეალური ტურისტები არ არიან, ცხოვრობენ საქართველოში. სასტუმროებში რუსების წილი პირველ კვარტალში,  რეალურად არ აღემატებოდა 3 პროცენტს თბილისში. მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, აქ რჩებიან და აქ უნდათ ცხოვრება. ჩემი აზრით, კლასიფიკაცია უნდა მოვახდინოთ,”- განაცხადა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

“ვეძებთ ხელებს, ვისაც მუშაობა უნდა” – შალვა ალავერდაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები