ავარიული შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს – ვიდეო

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერწოს ქუჩის 11-ში ავარიული შენობის დემონტაჟი უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნული ვიდეო „მედიაცენტრმა მთავარმა“ გადაიღო.

ხელოსნები შენობის სახურავზე დგანან ყოველგვარი დამცავი ბარიერების გარეშე. შენობას, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობს არ აქვს შემოვლებული სპეციალური ბადე, რომელიც ირგლივ მაცხოვრებლებს სამშენებლო მტვერისა და ნარჩენებისგან უნდა იცავდეს და რომელიც ჰაერში იფრქვევა.

იმედია, შრომის ინსპექცია დაინტერესდება ამ კონკრეტული შემთხვევით. სამშენებლო ნარჩენებს ზევიდან ყრიან, ელემენტარული თვალითაც შესამჩნევია, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.

 

ვიდეო – https://www.youtube.com/watch?v=ul6KtClwWdI

მსგავსი თემები