,,ფაქტია, ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ვისაც კი აქვს რაიმე შეხვედრა, უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა”- გიული ალასანია

გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენი იუსტიციის სამინისტროსთვის კიდევ ერხთელ მიმართვას აპირებს, რათა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიიღოს.

კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში სააკაშვილის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დისტანციურად ესწრებოდა გიული ალასანია.

,,ომბუდსმენმა ბრძანა, რომ დაწერა განცხადება, მიმართა ჩვენ პენიტენციურ სისტემას, რომ მიეცათ მისთვის უფლება მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი და როგორც ჩანს უარია ამაზე. მე კიდევ ვაპირებ თავიდან დავწეროო. ფაქტია, რომ ზელენსკით დაწყებული, არახამია, კულება, ეს ადამიანები, ერმაკი, ვისაც კი აქვს რაიმე შეხვედრა, იმ შეხვედრაზე უსათუოდ არის ხოლმე სააკაშვილის თემა”, – განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.

 

მსგავსი თემები