ჩხუბი რუს და უკრაინელ დეპუტატებს შორის – რუსმა დეპუტატმა უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა

თურქეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუს და უკრაინელ დელეგატებს შორის ჩხუბი მოხდა. ვიდეოს  უკრაინის სახალხო დეპუტატი ალექსანდრე მარიკოვსკი აქვეყნებს.

როგორც სოციალურ ქსლებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ  დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა, ვალერი სტავიცკიმ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა. ამის გამო მას უკრაინელი დეპუტატი ოლექსანდ ნარიკოვსკი დაუპირისპირდა.

როგორც კადრებში ჩანს, რუსეთის ერთ-ერთმა დელეგატმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვალერი სტავიცკიმ სახალხო დეპუტატს უკრაინის დროშა წაართვა და გაურკვეველი მიმართულებით წაღება სცადა. მარიკოვსკმა  დროშის გამორთმევა სცადა და რუს დიპლომატს ფიზიკურადაც შეეხო.

უკრაინელ და რუს დელეგატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზშიც მოხდა.

 

მსგავსი თემები