,,ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე”- როგორია გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.  მას ოპერაცია  ჩაუტარდა და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

,,ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ წუთას მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე, საყურადღებო”,- აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.  სროლისას 2 პირი,  გიჩო მარგველაშვილი და მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე დაიჭრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

მკვლელობა გოგებაშვილზე – დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი

მსგავსი თემები