„ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა”- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით,  გიორგი ვაშაძე არანაირ შეხებაში არ არის „ქოლცენტრებთან“.  როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული.

„როცა „ქოლცენტრებზე“ საუბრობდნენ, მეგონა, რომ ეს რაღაცაზე იყო დაფუძნებული. რა „ქოლცენტრზეა“ ლაპარაკი? – არანაირ შეხებაში არ არის. ეს პროპაგანდისთვის უნდათ, რომ ყველა ადაიანი დაკავშირებულია „ქოლცენტრთან“. სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა. შუა საუკუნეებში ეშმაკეულად გამოგაცხადებნენ და შემდეგ შანსი არ გქონდა, დაგემტკიცებინა, რომ ეშმაკეული არ ხარ. ასეთივე ეს, რაც ბოდვაა. პარტიაში ათი კომპიუტერი გვაქვს, მერე? რა ტერიტორიაა? კომპიუტერები რომ გაიხსნება, რა აღმოჩნდება? – მოქალაქეების ბაზები. რომელი მოქალაქეების, ვინც ჩვენი მხარდამჭერია. კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რადგან ბოდვაა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, რცხვენოდეს. საერთოდ არანაირი ოფისი არ არის, საწყობია ძველთა ძველი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. შეხებაც არ გვაქვს, საერთოდ არ გვეკუთვნის. რა ინახებოდა, კაცო? – ზოგი კომპიუტერი სახლში აქვთ წაღებული და ზოგი – სარდაფში“, – აცხადებს მანჯგალაძე.

ცნობისთვის,  თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  აღნიშნულ  ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს, რომელთანაც კავშირი გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას აქვთ.

აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მსგავსი თემები