ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დაკავებულის ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი თაკალანძის მიმართ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით [საერთო რეჟიმის კოლონიაში] მოსახდელად“, – განაცხადა ჭკადუამ.

ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.

„თაკალანძე ქრისტინე ველოდიევნა დამნაშავედ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე („ჯაშუშობა“) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში. თაკალანძის აღკვეთის ღონისძიება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დატოვოს იგივე – პატიმრობა“, – ნათქვამია მოსამართლის მიერ გამოცხადებულ განაჩენში.

მსგავსი თემები