,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი რუსულია, ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ”- მდინარაძე

,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი ღირებულებებს მიღმაა, რუსულია, ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ ვიდრე ისინი აქეთ ილაპარაკებენ ამაზე,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ევროპელი სოციალისტების პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში  მონაწილეობა დაგმო.

,,პრემიერმა ღარიბაშვილმა ილაპარაკა ტრადიციულ და ეროვნულ ფასეულობებზე და მომავლის ხედვაზე ამ ყველაფრის გათვალისწინებით და პროგრესის და წარსულის პატივისცემის, ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ღირებულებების სინთეზზე და ეს ყველაფერი თუ არის ღირებულებების მიღმა და ეს თუ სწორი შეფასებაა ამაზე ქართულმა საზოგადოებამ იმსჯელოს და იფიქროს. როდესაც ეს ხალხი, ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრები რომ ჰქვიათ და ზოგიერთი მათგანი, ყველას ვერ დავაბრალებ, ამ პარტიიდან, ჩვენი პარტნიორი პარტიიდან გამოდიან და ითხოვენ კრიმინალის გათავისუფლებას და ადამიანის დასჯას, რომელიც არაფორმალურად არის დასანქცირებული, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ სამშობლოს არ უღალატა, აქაც ბევრი ვილაპარაკოთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე.

თუ ვინმე ფიქრობს რომ ეროვნულ ღირებულებებზე საუბარი ღირებულებებს მიღმაა, რუსულია, ანტიდასავლურია, ასეთ ხალხთან ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენ უფრო უნდა ვილაპარაკოთ ვიდრე ისინი აქეთ ილაპარაკებენ ამაზე. მე ვფიქრობ, რომ თუკი ეს მათი მკაფიო ხაზია, თუ ტრადიციულ, თუ ეროვნულ ღირებულებებში ისინი რუსულს და ანტიდასავლურს ხედავენ, მაშინ ჩვენ ცოტა სერიოზული სალაპარაკო გვქონია უფრო მეტად, ვიდრე აქამდე თუნდაც ისინი ლაპარაკობენ ჩვენი მისამართით გაღმა შედავების პრინციპით,”- განაცხადა მდინარაძე.

მსგავსი თემები