სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი 15 წლის რეპერი Baby Melo (გოგა მელაძე) კონცერტის შემდეგ დააკავეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულია 15-18 წლის 23 პირი. მათ აკრძალულ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, არასრულწლოვანთა მიერ ინტოქსიკაციას, ალკოჰოლური და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან.
გამოკითხის შემდეგ ყველა მოზარდი მშობლებს გადასცეს. ერთ-ერთზე არავინ მისულა და არასრულწლოვანთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.