უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში მკურნალობა მხოლოდ რუსული პასპორტითაა შესაძლებელი

ახალი წლიდან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების მიღება მხოლოდ რუსული პასპორტის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი” ავრცელებს.

,,წლის დასაწყისიდან ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტის არქონის გამო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. გამონაკლისია მხოლოდ სასწრაფო დახმარება კრიტიკულ სიტუაციებში. ამ გზით, ოკუპანტებმა, ლეგალურად, TOT-ის მაცხოვრებლები მშობლიურ მიწაზე “უცხოელებთან” გააიგივეს”, – განაცხადეს აქტივისტებმა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მტერმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი პასპორტირებისა და კონტროლის ახალი მეთოდი გამოიგონა. ოკუპანტები გეგმავენ ინტერნეტმომხმარებელთა პასპორტით სავალდებულო გადამოწმების შემოღებას. ანუ, ყველა მომხმარებელს უნდა ჰქონდეს რუსეთის ფედერაციის პასპორტი, რათა შეძლოს მომსახურების მიღების გაგრძელება. ამავდროულად, გააძლიერებს კონტროლს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან მტერი მუდმივად ეძებს და აახლებს „არალოიალური მოქალაქეების“ ბაზას.

მსგავსი თემები