გერმანიაში, გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა

ბავარიაში, ერთ-ერთ გასართობ პარკში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე ხის შენობას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, შემთვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარკის გვერდით მდებარე სასტუმროდან მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. პარკის ტერიტორია დაახლოებით 200 ათასი კვადრატული მეტრია. პოლიციამ ზარალი მილიონ ევროდ შეაფასა.

მსგავსი თემები