ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხის დროს დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 20 იანვარს ლუკაშენკო მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა, სადაც თქვა, რომ “80 კილოგრამიანი მორი ტერფზე დაეცა”.

,,შეშას ვჩეხავდი და 80 კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი”, – ამბობს ლუკაშენკო.

მიღებული დაზიანების გამო, ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მსგავსი თემები